in

გრიზმანმა ბარსელონა დატოვა და ატლეტიკოში დაბრუნდა:ბარსამ ლუკ დე იონგი დაიმატა

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში შევა – რა თქმა უნდა, ლიონელ მესის (ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში) და კრიშტიანო რონალდოს (იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში) ტრანსფერების გამო. თუმცა ბოლო დღეც საკმაოდ საინტერესო იყო.

ანტუან გრიზმანმა ბოლო წუთებში ბარსელონა დატოვა და მადრიდის ატლეტიკოში დაბრუნდა! ეს ინფორმაცია კატალონიელებმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დაადასტურეს. ბარსამ 30 წლის ფრანგი ფორვარდი დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი წლით ათხოვა, თუმცა შესაძლოა, იჯარა კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს. კატალონიელებმა დაადასტურეს, რომ გრიზმანს ხელფასს ატლეტიკო გადაუხდის, რაც უმძიმეს ფინანსურ კრიზისში ბარსასთვის დიდი შვებაა. კლუბებმა ფრანგი ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტიც შეათანხმეს – ესპანური მედიის ინფორმაციით, ატლეტიკოს გრიზმანის სრულფასოვნად გადაბირება 40 მილიონ ევროდ შეუძლია.

მოგვიანებით, ბარსამ გრიზმანის შემცვლელის დამატება დაადასტურა. კატალონიელები სევილიას ნიდერლანდელი თავდამსხმელის, ლუუკ დე იონგის იჯარაზე შეუთანხმდნენ. ეს უკანასკნელი ბარსელონამ დასაწყისისთვის ერთი წლით ინათხოვრა და ხელფასსაც თვითონ გადაუხდის. გაისად, ბარსას ლუუკ დე იონგის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. 31 წლის ნიდერლანდელი ცენტრფორვარდი სევილიაში 2019 წლიდან თამაშობდა და ლა ლიგის 69 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

18 წლის რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით იასპარეზებს

ვაკო გვილია კარიერას პოლონურ რაკოვში გააგრძელებს