in ,

გვილიამ ლეგია დატოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ორწლიანი კარიერის შემდეგ, ვარშავის “ლეგია” დატოვა.

ვარშაველებმა, რომლებსაც ჩემპიონობა ნაადრევად ჰქონდათ განაღდებული, გუშინ ექსტრაკლასას ბოლო ტურის შეხვედრაში “პოდბესკიძიე” 1:0 დაამარცხა. მატჩში გვილიას არ უთამაშია.

გვილიას კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც დაემშვიდობა.

“ვაკო ყოველთვის საუკეთესოს აკეთებდა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ის მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში და ღიმილით ასრულებდა ყველა საფეხბურთო და არასაფეხბურთო მოვალეობას.

ვაკო, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც “ლეგიასთვის” გააკეთე და წარმატებები კარიერის მომდევნო ეტაპებზე”, – წერს “ლეგიას” ოფიციალური გვერდი.

ვაკომ “ლეგიას” რიგებში 70 მატჩი ჩაატარა – 26 წლის ქართველის ანგარიშზე 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველების ტრიუმფი კვიპროსში და კიტეიშვილის ბენეფისი ავსტრიაში – ლეგიონერები

ო, როგორ უმართლებს ატლეტიკოს (37-ე ტური)