დღეს ნეაპოლში დიდი მატჩია: „ნაპოლისთან“ სათამაშოდ თვით მადრიდის „რეალი“ ჩავიდა, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე. მიუხედავად ძლიერი მეტოქისაა, იტალიის მოქმედ ჩემპიონს წარმატების იმედი აქვს, მით უმეტეს, რომ ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და განწყობა გამოიკეთა. „რეალზე“ უკეთესი მოტივაცია კი რაღა უნდა იყოს.
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზეა.
კვარაცხელია ბედნიერია და თავდაჯერებულობა დაიბრუნა: ნაპოლი ამბიციით აივსო და რეალისთვის მზადაა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ორივემ მოიგო, ოღნდ ორივეს გაუჭირდა. „რეალმა“ შინ სულ ბოლოს გატეხა „უნიონი“ (1:0), ხოლო „ნაპოლის“ სტუმრად „ბრაგასთან“ მეტოქე ფეხბურთელის ავტოგოლი დაეხმარა (2:1).
ეს გუნდები ერთმანეთს 2016-17 წლების 1/8 ფინალში შეხვდნენ. მაშინ ზიდანის მადრიდელების უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა – 6:2 ორი მატჩის ჯამში (3:1 და 3:1). იმ დროინდელი „რეალიდან“ დღემდე გუნდში არიან კროოსი, მოდრიჩი, კარვახალი და ნაჩო.
იყო შეხვედრა ადრეულ 1987 წელს, როდესაც“ნაპოლიმ“ შინ არ წააგო (1:1), მადრიდში 0:2 დათმო.
„რეალმა“ ლიგის ბოლო 23 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო.
ბუქმეკერები შანსებს თანაბრად აფასებენ (მიახლოებითი კოეფიციენტები): „რეალის“ მოგებაზე 2.6-ია (ალბათობის 38%). ფრე – 3.7 (23%) და „ნაპოლის“ გამარჯვება – 2.6 (39%).
მეტი გოლი – 1.7, ტაიმბოლი – 2.2.
ორივე გიტანს – 1.6, საწინააღმდეგო – 2.35.
გოლის ავტორობაზე ყველაზე მეტი შანსი „ნაპოლიდან“ ოსიმენს აქვს (2.2), „რეალიდან“ ხოსელუს (2.9).
“ნაპოლი“ იტალიაში მეორე გუნდია შედეგიანობით. ხვიჩა და ბიჭები 90 წუთში საშუალოდ 2.5 გოლს იტანენ. 8-დან 6 მატჩი ნეაპოლელთა მონაწილეობით „მეტი გოლით“ დასრულდა.
„რეალსაც“ ჩემპიონატში ბურთების ანალოგიური შეფარდება აქვს – 16:6.
სტატისტიკური ფსონები:
ანგარიში 1:2 – 8.8
ბოლოს ნეაპოლელებმა ამ ანგარიშით წააგეს
„ნაპოლი“ გაიტანს პირველ ტაიმში – 2.1
ბოლო 5-დან 4 მატჩში ასე მოხდა
„რეალი“ გაიტანს მეორე ტაიმში – 1.65
ბოლო 5-დან 3 მატჩში „რეალს“ მეორე ნახევარში გააქვს
GIPHY App Key not set. Please check settings