in

დორტმუნდი- ცხრიანების სამჭედლო

გასული დეკადიდან მოყოლებული „დორტმუნდში“ არაერთმა სახელოვანმა ცენტრ ფორვარდმა ითამაშა და ისე გამოდის, რომ ამ გუნდში იდეალურად იციან, როგორ უნდა გამოაწრთონ დიდებული გამტანი ყაიდის მოთამაშე.


პირველი, ვინც სიაში უნდა იყოს რობერტ ლევანდოვსკია. „ლეგიადან“ 4 მილიონ ევროდ შეძენილმა ფორვარდმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბუნდესლიგაში ორჯერ იჩემპიონა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალს“ პოკერი შეუსრულა და, ცხადია, „ბაიერნში“ გადავიდა. ცხადია, იმიტომ დაგვჭირდა, რომ ბოლო წლებში „ბაიერნმა“ „დორტმუნდის“ თითქმის ყველა ლიდერი წაიყვანა. დღეს პოლონელი ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

„სენტ ეტიენიდან“ 13 მილიონ ევროდ შეძენილი პიერ ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 143 მატჩში 98 გოლი გაიტანა და „დორტმუნდმა“ მის სანაცვლოდ 63 მილიონი ევრო მიიღო. როცა ობა „არსენალში“ გადავიდა მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ფორვარდებში შედიოდა და არც ლონდონში შეუერცხვენია თავი. ახლა კი „ბარსაშია“.


პაკო ალკასერიც საინტერესო პერსონაა. „ვალენსიადან“ იჯარით მიყვანილმა ფეხბურთელმა, ჯოკერის სტატუსი მოირგო. შემოდიოდა და გაჰქონდა. ეს ჩვეულებრივ ტენდენციად იქცა და ისეთი მქუხარე სეზონი გამოუვიდა მეტი რომ არ შეიძლება… 37 მატჩში 23 გოლი. ახლა პაკო „ვილიარეალშია“ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიც ითამაშა.

დაა, მისი უდიდებულესობა ერლინგ ჰოლანდი. მოთამაშე, რომელსაც წარსდგენა ნადმვილად არ სჭირდება. გენებავთ გოლების მანქანა, გნებავთ მონსტრი, რომელმაც ორი წელი გაატარა „დორტმუნდში“ და 87 მატჩში 83! გოლი გაიტანა. ერთი ისაა, რომ ჰოლანდი გერმანიაში უკვე გოლების მანქანის სტატუსით გადავიდა. გეხსომებათ, მისი ფეერიული სეზონი „ზალცბურგში“, მაგრამ კრისტალიზაციის პროცესი „დორტმუნდში“ დაასრულა. ჰოდა, წარსული მაგალითების მსგავსად, ვინ გააჩერებდა ჰოლანდს შავ-ყვითლებში… „სიტიმ“ 60 მილიონად წაიყვანა და ახლა გვარდიოლა მიხედავს…


ჰოდა, ამ მომენტისათვის ბოლო გაჩერება ახლად შეძენილი სებასტიან ალეა, რომელიც უკვე 28 წლისაა და სერიოზული სივიც დაუგროვდა. „უტრეხტი“; „აინტრახტი“; „ვესტ ჰემი“ და ბოლოს „აიაქსი“. მის სანაცვლოდ, ჯამურად 116 მილიონი ევროა გადახდილი და უსახელოს ნაღდად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ვნახოთ, ეს ქალაქი დორტმუნდია და, როცა საქმე ფორვარდებს ეხება აქ ყველაფერი შეუძლიათ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლონდონის ჩელსიმ ახალი საშინაო ფორმა წარადგინა

კამავინგა დემნა გვასალიას ჩვენებაზე გამოვიდა