in

დონჩიჩის სამმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა:ბატუმის საოცარი დაფარება და საფრანგეთი ფინალშია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის მე-2 ფინალისტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც ფავორიტად შერაცხულ ლუკა დონჩიჩის სლოვენიას 90:89 სძლია.

ლუკა ამჯერადაც ძალიან აქტიური იყო და მორიგი სამმაგი დუბლი (16 ქულა, 10 მოხსნა, 18 პასი) შეასრულა, თუმცა, ბოლო წამებზე წარმატებას მაინც ფრანგებმა მიაღწიეს. დასკვნით შეტევაში მეტოქის ფარს კლემენ პრეპელიჩმა შეუტია, მას ნიკოლა ბატუმმა დააფარა და საფინალო სირენაც გაისმა.

ცნობისთვის, დონჩიჩი ოლიმპიადების ისტორიაში მხოლოდ მე-3 კალათბურთელია, ვინც სამმაგი დუბლი შეასრულა, ბოლოს კი, ეს, 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლებრონ ჯეიმსმა შეძლო.

საინტერესოა, რომ ფრანგებს ჯამში 8 ბლოკშოტი მოუგროვდათ, რომლებიც ბატუმმა და რუდი გობერმა თანაბრად გაინაწილეს. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესონი ნანდო დე კოლო და ევან ფურნიე იყვნენ, შესაბამისად, 25 და 23 ქულით, სლოვენიელთაგან კი ნატურალიზებული ამერიკელი ცენტრი მაიკ ტობიც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 23 ქულას 8 მოხსნა წაამატა.


ფინალში საფრანგეთის მეტოქე აშშ-ს ნაკრები იქნება, რომელმაც დილას გამართულ ნახევარფინალში ავსტრალიას 97:78 სძლია. ცნობისთვის, საფრანგეთმა და აშშ-მ ოლიმპიადის ფინალში ბოლოს 2000 წელს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ითამაშეს და იმ მატჩში გამარჯვება ამერიკელებს დარჩათ – 85:75

ტოკიოს ოლიმპიადაზე კალათბურთის ტურნირის ფინალი 7 აგვისტოს თბილისის დროით 06:30 საათზე შედგება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გენოს ქამბექი: პეტრიაშვილმა ირანელს ბრძოლა შემოუტრიალა და ფინალშია

ხვალ მესამე ოქროს ველით: ასევე ოდიკაძე და ფაჟავა გამოვლენ