in ,

დონჩიჩი და ჯერ გაფართოებული: სლოვენიამ შემადგენლობა ჩამოწერა

Slovenia's Luka Doncic celebrates with teammates at the end of a men's basketball preliminary round game against Spain at the 2020 Summer Olympics, Sunday, Aug. 1, 2021, in Saitama, Japan. (AP Photo/Charlie Neibergall)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები წელს პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენს ჯგუფში მთავარი ფავორიტი სლოვენიის ნაკრებია, რომელსაც თანამედროვეობის გამორჩეულზე გამორჩეული მოთამაშე ჰყავს – ლუკა დონჩიჩი.

სლოვენიის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ სეკულიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სიაში 20 კალათბურთელია. ადრევე დაიწერა, რომ გუნდში არ იქნებოდნენ გამოცდილი და სანაკრებო კარიერა დასრულებული გორან დრაგიჩი და ტრავმირებული ნაკრების კაპიტანი ედო მურიჩი.

სლოვენია შეკრებას 17 ივლისს დაიწყებს და შვიდ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 24 წლის სუპერდონჩიჩი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.

სლოვენიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

იაკა ბლაჟიჩი (მსუბუქი ფორვარდი, „ბაჰჩეშეჰირი“, თურქეთი), საჩა ჩიანი (მძიმე ფორვარდი, „ცედევიტა“, ხორვატია), ვლატკო ჩანჩარი (მძიმე ფორვარდი, „დენვერი“, აშშ), იაკობ ჩებაშეკი (მსუბუქი ფორვარდი, „კონსტანტა“, რუმინეთი), ზიგა დიმეცი (ცენტი, „ნიშინომია“, იაპონია), ლუკა დონჩიჩი (მსუბუქი ფორვარდი, „დალასი“, აშშ), ზორან დრაგიჩი (მსუბუქი ფორვარდი, „ცედევიტა ოლიმპია“, სლოვენია), გრეგორ გლასი (მსუბუქი ფორვარდი, „ცედევიტა ოლიმპია“, სლოვენია), გრეგორ ჰროვატი (მსუბუქი ფორვარდი, „დიჟონი“, საფრანგეთი), ურბან კლავზარი (მსუბუქი ფორვარდი, „მურსია“, ესპანეთი), ალაჟ კუნცია (მსუბუქი ფორვარდი, აიოვას უნიტერესიტეტი, აშშ), მიჰა ლაპორნიკი (მსუბუქი ფორვარდი, „პატრიოტი“, სლოვაკეთი), იური მაცურა (ცენტრი, „კრკა“, სლოვენია), ბლაზ მაჰკოვიჩი (მძიმე ფორვადი, „ჰელიოს სანსი“, სლოვენია), ჯორდან მორგანი (ცენტრი, „კონიასპორი“, თურქეთი), ალექსეი ნიკოლიჩი (გამთამაშებელი, „ჯერმანი ბრეშა“, იტალია), ბინე პრეპელიჩი (მძიმე ფორვარდი, „სპირუ ბასკეტი“, ბელგია), კლემენ პრეპელიჩი (გამთამაშებელი, „ვალენსია“, ესპანეთი), ზიგა სამარი (გამთამაშებელი, „ალბა ბერლინი“, გერმანია), მაიკ ტობი (ცენტრი, „ბარსელონა“, ესპანეთი).

სლოვენიის ნაკრების მოსამზადებელი მატჩები:

25 ივლისი: სლოვენია V ჩინეთი
2 აგვისტო: სლოვენია V საბერძნეთი
4 აგვისტო: სლოვენია V საბერძნეთი
8 აგვისტო: სლოვენია V ხორვატია
11 აგვისტო: სლოვენია V ესპანეთი
12 აგვისტო: სლოვენია V აშშ
19 აგვისტო: სლოვენია V იაპონია

სლოვენიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე:
F ჯგუფი, ქალაქი ოკინავა

26 აგვისტო: სლოვენია V ვენესუელა
28 აგვისტო: სლოვენია V საქართველო
30 აგვისტო: სლოვენია V კაბო ვერდე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაოფიციალურდა: იტალიაში კიდევ ერთი კაცი გვყავს – კვერნაძე ფროსინონეშია

ტონალი რეკორდზე წავიდა, კაკას აჯობა, იბრა ბოლოშია: მილანის ყველაზე ძვირად გაყიდულები