იტალიური ფეხბურთის მთელი რიგი ყოფილი ვარსკვლავები სამწვრთნელო კურსებზე მივიდნენ B და A კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად, იუწყება Football Italia.
სხვებთან ერთად კურსებზე ჩაეწერნენ ალესანდრო დელ პიერო, დანიელე დე როსი, კრისტიან ვიერი, ალესანდრო მატრი, ინიციო აბატე, რიკარდო მონტოლივო, ჯამპაოლო პაცინი და დავიდ პისარო.
კურსები კოვერჩანოს ცნობილი ბაზის ტერიტორიაზე იმართება. ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, უეფას B და A კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს, რაც მათ საშუალებას მისცემს იმუშაონ ახალგაზრდულ გუნდებში, ასევე ჩაიბარონ ნებისმიერი ქალთა და მამაკაცთა გუნდები სერია C-მდე. მათ ასევე უფლება ექნებათ იმუშაონ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად სერია A-ს და B-ს გუნდებში.
GIPHY App Key not set. Please check settings