in ,

ჭიაბრიშვილი 10 მატჩით დასაჯეს

თბილისის “ლოკომოტივის” 41 წლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ლიგის მე-10 ტურში მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯა. ჭიაბრიშვილმა “ლოკომოტივი”-“საბურთალო” მატჩის მთავარ არბიტრს ალეკო აფციაურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩვენი ინფორმაციით, “ლოკომოტივის” მწვრთნელი “საბურთალოსთან” (0:1) წაგებულ მატჩში მსაჯთან დაპირისპირების გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

აღნიშნული მატჩიდან ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა გავიდა, “თელავთან” (2:2). შესაბამისად, გიორგი ჭიაბრიშვილი მიმდინარე სეზონში “ლოკომოტივს” უშუალოდ მოედნიდან შემდეგ გუნდებთან ვერ უხელმძღვანელებს: “დილა” (სახლი), “შუქურა” (სტუმრად), “სამტრედია” (სახლი), “დინამო” ბათუმი (სახლი), “სამგურალი” (სტუმრად), “ტორპედო” (სახლი), “დინამო” თბილისი (სტუმრად), “საბურთალო” (სტუმრად), “თელავი” (სახლი).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დელ პიერო და სხვები: იტალიელი ვარსკვლავები მწვრთელობის კურსებზე ჩაეწერნენ

ჭიდაობაში ოლიმპიადაზე არასრული გუნდით ვიქნებით: გოგავა ლიცენზიას ვერ შეწვდა