“ლივერპულისა” და “ვესტ ჰემის” მატჩში დარვინ ნუნიესისათვის, შესაძლოა, წყალგამყოფიც აღმოჩნდეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 22-ე წუთზე, ურუგვაელმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და მერსისაიდელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს და ოთხეულამდე სხვაობა ამდენივე – 4 ქულაა.
დარვინ ნუნიესმა კი პირველი “ენფილდური” გოლის გატანას კიდევ ერთი ისტორიაც დაუმატა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან 38 კმ/სთ განავითარა, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის სტატუსს ნიშნავს.
აქამდე ყველაზე მაღალი სისწრაფე კაილ უოკერმა დააფიქსირა, როდესაც 37.87 კმ/სთ განავითარა, რაც ასევე შესანიშნავი მაჩვენებელია.
ურუგვაელი ფეხბურთელისთვის ასეთი სისწრაფე უჩვეულო სულაც არ არის. მაგალითისთვის, გასულ სეზონში “ბენფიკას” მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე, 36.49 კმ/სთ დააფიქსირა, რაც ტურნირის ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია, პირველ საფეხურზე კი კილიან მბაპეა, რომელმაც 36.69 კმ/სთ დააფიქსირა.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, უსაინ ბოლტი ოლიმპიური რეკორდის დამყარებისას 100 მეტრიან დისტანციაზე, საშუალოდ 37.57 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა.
GIPHY App Key not set. Please check settings