in

ჩავი: პიკე სამაგალითოა და არ ვიცი რატომ უსტვენენ

ცუდი დროება დაუდგა ჟერარ პიკეს. პირად ფრონტზე სიტუაციის არევა კი ერთადერთი მიზეზი არ არის. “ბარსელონას” ღვაწლმოსილმა მცველმა შეცდომებს საგრძნობლად უმატა და თან “ინტერთან” მატჩში მისი ქმედება საყოველთაო ქილიკის საგანი გახდა.

გუშინ, “ბლაუგრანამ” “ვილიარეალი” დაამარცხა და კაპიტანს ტრიბუნებისგან ობსტრუქცია მიიღო. გულშემატკივარი კმაყოფილი არ არის, მაგრამ ჩავიმ მატჩის შემდეგ ყველაფერს უპასუხა:

“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ პიკე გასახდელში სამაგალითო და დიდი კაპიტანია. ეს ხალხმა უნდა იცოდეს.

არ ვიცი, რატომ უსტვენდნენ და არც მაინტერესებს. მე ის მაინტერესებს, რომ აკეთებს ყველაფერს გუნდის წარმატებისთვის. დღეს, ჩვენ ხასიათი გვჭირდებოდა და შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ. მაბედნიერებს ფაქტი, რომ პიკეს მწვრთნელი ვარ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დარვინ ნუნიესი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გახდა!

ერიკ ტენ ჰაგმა რონალდუ ჩელსისთან მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა