in

გუარდიოლას დილემა: ალვარესის სუპერ მუნდიალმა ჰოლანდის ტახტი შეარყია?

რამდენი ხნის განმავლობაში ითხოვდა გუარდიოლა ფორვარდს? გვახსოვს, გასულ სეზონში, “კრისტალ პალასთან” ნულოვანი ფრის შემდეგ პეპმა დაიჩივლა: “როდესაც გუნდები დაბალი დაცვითი ბლოკით მეთამაშებიან ცრუ ცხრიანით ფონს ვერ გავალო”. ამით გაბი ჟეზუსს მიანიშნა, რომ მისი დრო იწურებოდა, მაგრამ შემდეგ რა მოხდა?

გუნდმა ხულიან ალვარესი და ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი დაიმატა. ჰოლანდი ვიცით, 18 მატჩში 24 გოლი შეაგდო და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი რჩეულია, თუმცა მუნდიალმა ბევრი რამ შეცვალა.

გუარდიოლა რომ გენიოსია კი ვიცით. ჰოდა, ამ სეზონშიც არაერთგზის ვიხილეთ, როდესაც ხულიან ალვარესი ფლანგზე იყო და ჰოლანდი, ცხადია, ცენტრში, შესაბამისად, პეპს აქვს ოფცია, რომ არგენტინელი ფლანგზე გამოიყენოს, მაგრამ ასეთ დროს, ისმის კიდევ ერთი შეკითხვა: სად წავა ფილ ფოდენი.

მაგრამ პეპს გამოკვეთილი 6-იანით და ორი 8-იანით თამაში, რომ ხიბლავს ეს ვიცით. ჰოდა, 4-3-3 სქემაში ყველას ადგილი ვერ მოინახება, რადგან კევინ დე ბრუინი ხელშეუხებელია. მარჯვენა ფლანგზე ცაცია კაცია საჭირო, მაგრამ არა ჰოლანდი. მაჰრეზისა და ბერნარდუს სახით “სიტის” უდიდესი არჩევანი აქვს.

ჰო, დავუბრუნდეთ ალვარესი&ჰოლანდის საკითხს. ხულიანი მსოფლიოს ჩემპიონია, 4 გოლიც გაიტანა და “GOAL.COM”-ის განახლებულ რეიტინგში ხვიჩას გაასწრო და მე-9 საფეხურზეა. რას აპირებს პეპი? ხვალ ლიგის თასის მატჩია “სიტისა” და “ლივერპულს” შორის, რომელსაც, ცხადია, ჰოლანდი დაიწყებს, რადგან ალვარესი ჯერ შვებულებაშია.

მოკლედ, არჩევანი სუპერ ამბავია, მაგრამ ბალანსის დაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლოთარ მათეუსი: სრული კრახი რონალდუს