in

გრილიში მე-9 ფეხბურთელია, რომლის ფასმა 100 მილიონს გადააჭარბა: ნახე სხვა „მილიონერებიც“

პრემიერლიგამ წელს ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი განახორციელა: „სიტიმ“ 100 მლნ ფუნტი გადაუხადა „ასტონ ვილას“ ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ. ურთიერთგამომრიცხავი ამბები იწერება ჰარი კეინზეც, მაგრამ თუ „სიტიმ“ ისიც წაიყვანა, დიდი ალბათობით კიდევ ერთ 100 მილიონს გადაჭარბებულ გარიგებას მივიღებთ.

გრილიში მე-9 კაცია, რომლის ტრანსფერი 100 მილიონზე მეტი დაჯდა, ვნახოთ წინა 8 ძვირადღირებული ფეხბურთელი.

ნეიმარი – ბარსელონა-პსჟ – 199.8 მლნ ფუნტი

კილიან მბაპე – მონაკო-პსჟ – 130.5 მლნ ფუნტი

ფილიპე კოუტინიო – ლივერპული-ბარსელონა – 121.5 მლნ ფუნტი

უსმან დემბელე – დორტმუნდი-ბარსელონა – 121.5 მლნ ფუნტი

ჟოაო ფელიქსი – ბენფიკა-ატლეტიკო – 114.5 მლნ ფუნტი

ანტუან გრიზმანი – ატლეტიკო-ბარსელონა – 108 მლნ ფუნტი

კრიშტიანო რონალდო – რეალი-იუვენტუსი – 105.3 მლნ ფუნტი

ედენ აზარი – ჩელსი-რეალი – 103.5 მლნ ფუნტი

ჯეკ გრილიში – ასტონ ვილა-სიტი – 100 მლნ ფუნტი

ვინ რამდენად გაამართლა ამდენი მილიონის გადახდა, ეს მეორე საკითხია. ისე ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს, რომ „ბარსელონას“ სატრანსფერო ალღომ და ფინანსურმა დანახარჯებმა აშკარად უმტყუნეს.

აბა ვინ არის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაყურებელი პარალიმპიადაზეც აიკრძალა: ჩვენებს ერთი სპორტსმენი გამოაკლდათ – გოგოჭურზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პრემიერლიგის მთავარი კადრი: ბრენტფორდის მწვრთნელი გამარჯვებას გუნდის თილისმა-ბიჭუნასთან აღნიშნავს