in

ვიდეო: მე რატომ არ დამპატიჟეთ – ნაწყენი გვარდიოლა მთვრალ ფეხბურთელებს აი ამიტომ დააჯარიმებს

ტიკტოკში ვირუსული გახდა რგოლი, სადაც მთვრალი ჯეკ გრილიში ძლივს დგას ფეხზე რიად მარეზთან და კაილ უოლკერთან ერთად მოწყობილი წვეულების შემდეგ.

ჟურნალისტებმა მომენტალურად დააზუსტეს პეპ გვარდიოლას აზრი, მით უმეტეს, რომ გრილიშს რეგულარულად ამჩნევენ რეჟიმის დარღვევაში. „სიტის“ მწვრთნელმა სიტუაცია არ გაართულა: ინციდენტი კვირას მოხდა, როდესაც ფეხბურთელებს დამსახურებული დასვენების დღე აქვთო.

„იმედგაცრულებული ვარ, რადგან მე არ დამიძახეს. ეს არ მომწონს. იმედი მაქვს, სხვა დროს მეც მეტყვიან. დიახ, მათ ჯარიმა ელოდებათ, ოღონდ იმის გამო, რომ მეც არ დამპატიჟეს“, – დაწერა გვარდიოლას სიტყვები Independent.

მწვრთნელმა ისიც დაამატა, რომ გაწბილებულია იმ ადამიანების საქციელით, ვინც ეს ვიდეო გამოაქვეყნა.

https://twitter.com/EIIisV3/status/1490794374510354434

გრილიში ამასწინათ მართლაც დააჯარიმეს. ის და ფილ ფოდენი „ლიდსთან“ თამაშის მერე გამოთვრნენ, მაგრამ იმის გამო მოხვდათ, რომ ვარჯიშზე მისულები ბოლომდე გამოფხიზლებულები არ ყოფილან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის 30 წუთი და 14 ქულა

გიგანტურ სლალომში წიკლაური 42-ეა