in

სიტიმ წლის ჯილდოები მოკრიბა: საუკეთესო ფეხბურთელი ჰოლანდია – Globe Soccer Awards-ის ყველა გამარჯვებული

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში Globe Soccer Awards-ის ცერემონია გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს.

Globe Soccer Awards ყოველწლიური დაჯილდოებაა და ფიფას, უეფას, ევროპული კლუბების ასოციაციისა და საფეხბურთო აგენტების ასოციაციის ორგანიზებით 2010 წლიდან იმართება.

თავდაპირველად, წლის ფეხბურთელის ჯილდოზე 30 ფეხბურთელი იყო ნომინირებული, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, თუმცა ის საბოლოო სიაში, 11 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დაასახელეს.
ნორვეგიელის მეტოქეები იყვნენ ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, კევნ დე ბრუინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ვიქტორ ოსიმენი, კრიშტიანო რონალდო, მოჰამედ სალაჰი, ვინისიუსი და ბერნარდო სილვა.

ჰოლანდი პირველად გახდა Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლის ფეხბურთელი. გასულ წელს ეს პრიზი ბენზემამ აიღო.

“ბარსელონას” აიტანა ბონმატი გახდა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

წლის გუნდად აღიარეს „სიტი“ და „ბარსელონა“.
ინგლისურმა გუნდმა 2023 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ბუნებრივია ყველა მეტოქეს აჯობა, მათ შორი „ნაპოლის“.
ქალთა ფეხბურთში კი „ბარსელონა“ გამოარჩიეს.

ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო კლუბად დაასახელეს “ალ აჰლი”.

პეპ გვარდიოლა დაასახელეს წლის მწვრთნელად.
მან ჩამოიტოვა კარლო ანჩელოტი, მიკელ არტეტა, სიმონე ინძაგი, მარსელ კოლერი, ლიონელ სკალონი, ლუჩანო სპალეტი, ჩავი.

ხალდუნ ალ მუბარაკი „სიტიდან“ 2023 წლის საუკეთესო პრეზიდენტი გახდა.
მან ისეთ კოლეგებს აჯობა, როგორებიც არიან ხოსე კასტრო („სევილია“), რუი კოშტა („ბენფიკა“), აურელიო დე ლაურენტისი („ნაპოლი“), ჰერბერტ ჰაინერი („ბაიერნი“), ჟოან ლაპორტა („ბარსელონა“), ფლორენტინო პერესი („რეალი“) და ჯოზეფ უგურლანი („ლანსი“).

წლის საუკეთესო ნახევარმცველად როდრი დაასახელეს.
„სიტის“ ესპანელმა მოიტოვა ბელინგემი, ბერნარდო სილვა, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი და პედრი.

ედერსონი საუკეთესო მეკარე გახდა აჯობა რა იასინ ბუნოს და ტიბო კურტუას.

ჯუდ ბელინგემი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. „რეალის“ ფეხბურთელმა მოიგო ნომინაცია „ამომავალი ვარსკვლავი“.

კრისტიანო ჯუნტოლი „იუვენტუსიდან“ საუკეთესო სპორტული დირექტორი გახდა.
საუკეთესო საფეხბურთო აგენტად კი ჟორჟე მენდეში დაასახელეს.

სპეციალური ჯილდოები ასევე გადასცეს კაზემიროს და ჯონ ტერის.

გულშემატკივრებმა წლის ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო აირჩიეს.
პორტუგალიელს ხმა 5 მილიონმა ქომაგმა მისცა და გაასწრო ჯუდ ბელინგემს, ლეო მესის, ნეიმარსა და მოჰამედ სალაჰს.

კრიშტიანო რონალდომ კიდევ მიიღო პრიზი.
„ალ ნასრის“ თავდამსხმელი ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს. მან აჯობა ქარიმ ბენზემას, რიად მარეზს, სალემა ალ-დოსარის და მოჰამედ ელ-შენავის.

რონალდო ასევე წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და დიეგო მარადონას სახელობის ჯილდო მიიღო, არგენტინელი ლეგენდის სტატუის სახით. კრიშტიანომ 2023 წელს 59 მატჩში 54 გოლი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ძირითადში იყო და მოიგო, მიქაუტაძემ დუბლი და პასი გააკეთა

მილანი არაბებს უნდათ და მოსალაპარაკებლად აქეთ-იქით დაფრინავენ