in ,

გოლი რად გინდა, კუთხური გეყოფა: რომი ერთმანეთს შეასკდა, მილანში მესამე თაობა წამოვიდა – VI ტური

იტალიაში კარგი ტური გამოვიდა. ძალიან სანახავი და დრამატული გამოდგა “ინტერისა” და “ატალანტას” შეხვედრა. 5 წუთით ადრე, მილანელებს პენალტი მისცეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს, მალევე სტუმრებმა გოლი გაიტანეს და გიჟურად აღნიშნეს, მაგრამ მერე გააუქმეს, მანამდე კუთხური იყოო.

“იუვენტუსი” კი იგებდა ორი ბურთით, მაგრამ მარტივი არ აღმოჩნდა სამი ქულის შენარჩუნება.

This image has an empty alt attribute; its file name is 242882887_5193240720703115_1292174227595860745_n-1024x683.jpg

პაოლო მალდინის ბიჭი, დანიელ მალდინი პირველად გავიდა “მილანის ძირითადში და გოლიც გაიტანა. გამოდის, რომ მალდინების სამ თაობას აქვს გატანილი (ჩეზარე, პაოლო და ახლა დანიელი). ბედნიერი ლეგენდარული მამა სტადიონზე იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა შვილის წარმატება.

მთავარი კი რომაული დერბი იყო, რომელშიც “ლაციო” უფრო ყოჩაღი გამოვიდა და საბოლოოდ მაინც შეძლო გამარჯვებამ,დე საქმის მიყვანა. აი “ნაპოლი” კი შეუჩერებელია, ამდენს ამ გუნდისგან არ ელოდნენ, მაგრამ ეს კარგიცაა ინტრიგისთვის.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-09-26-210241-1024x484.jpg

„იუვენტუსს“ 3 მოგება აქვს ბოლო 4 მატჩში.

„იუვენტუსმა“ გაუშვა სერია ა-ს ზედიზედ 20 ტურში. კლუბის ანტირეკორდია 21 მატჩი 1955 წელს.

პაოლო დიბალამ ტრავმა მიიღო და ცრემლებით დატოვა მინდორი.

მოურინიო „რომას“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო დერბი წააგო, 2011 წელს ლუის ენრიკეს შემდეგ.

მოურინიო: „შესანიშნავი მატჩი, მაგრამ მსაჯი და VAR არ შეესაბამებოდნენ“.

პედრო – მესამე ფეხბურთელია, რომელმაც რომაულ დერბიში ორივე გუნდის რიგებში გაიტანა.

სპალეტის „ნაპოლიმ“ საერთო ანგარიშით 16:2 მოიგო სერია ა-ს 6-ვე მატჩი.

სპალეტი: „ჩვენგან მოლოდინი გაიზარდა, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს“.

სერია ა – VI ტური

სპეცია – მილანი 1:2
ინტერი – ატალანტა 2:2
ჯენოა – ვერონა 3:3
იუვენტუსი – სამპდორია 3:2
ემპოლი – ბოლონია 4:2
სასუოლო – სალერნიტანა 1:0
უდინეზე – ფიორენტინა 0:1
ლაციო – რომა 3:2
ნაპოლი – კალიარი 2:0

27 სექტემბერი
ვენეცია – ტორინო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორუსიებში უკეთესი გლადბახი აღმოჩნდა, ბაიერნი თავის ადგილს დაუბრუნდა – VI ტური

მაისურაძემ გამოცდილ მეჰდიევს ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლს დასჯერდა