in ,

გიორგი ჩაკვეტაძე: მოხარული ვარ რომ ჩემი ჰამბურგში ტრანსფერი შედგა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ტრადიციულ გერმანულ კლუბ “ჰამბურგში” გააგრძელებს.

ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა გერმანელებს კონტრაქტის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

“ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“მოხარული ვარ, რომ “ჰამბურგში” ჩემი ტრანსფერი შედგა. ხელმძღვანელობამ თავი ძალიან კარგად მაგრძნობინა. იმედია, გუნდში ადაპტაციის პროცესს მალე გავივლი, ჩემს თანაგუნდელებს მალე შევეწყობი და გუნდის დახმარებას მოედანზე შევძლებ.”-თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე ისტორიულ გერმანულ კლუბში ითამაშებს

ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია