in ,

ჩაკვეტაძე ისტორიულ გერმანულ კლუბში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 6 თვიანი იჯარით კარიერას გერმანულ “ჰამბურგში” გააგრძელებს.

22 წლის ქართველი ნახევარმცველი გერმანულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

ჩაკვეტაძემ “ჰამბურგში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” თამაშის ინიციატორი გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

“ჰამბურგს” მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ, 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და საპლეი-ოფო ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ “ჰამბურგი” გასულ სეზონამდე ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ბუნდესლიგა არასდროს ჰქონდა დატოვებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მადლობა კაპიტანო! როგორი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი – კანკავაზე კობიაშვილი და იაშვილი წერენ

გიორგი ჩაკვეტაძე: მოხარული ვარ რომ ჩემი ჰამბურგში ტრანსფერი შედგა