საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ტრადიციულ გერმანულ კლუბ “ჰამბურგში” გააგრძელებს.
ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა გერმანელებს კონტრაქტის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.
“ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“მოხარული ვარ, რომ “ჰამბურგში” ჩემი ტრანსფერი შედგა. ხელმძღვანელობამ თავი ძალიან კარგად მაგრძნობინა. იმედია, გუნდში ადაპტაციის პროცესს მალე გავივლი, ჩემს თანაგუნდელებს მალე შევეწყობი და გუნდის დახმარებას მოედანზე შევძლებ.”-თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ
GIPHY App Key not set. Please check settings