საქართველოს ნაკრებისა და პოლონური “ლეგიას” ფეხბურთელმა ვალერიან გვილიამ კორონავირუსი დაამარცხა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო. ინფორმაციას ვარშავის “ლეგიას” ოფიცალური ვებგვერდი აქვეყნებს.
შეგახენებთ, ვაკო გვილიას კორონავირუსი 28 იანვარს დაუდასტურდა და ორი კვირა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ვირუსის დამარცხების შემდეგ, 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ვარჯიში ინდივიდუალურად დაიწყო, დღეს კი გუნდსაც შეუერთდა.
ვარშავის “ლეგია” პოლონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 16 ტურის შემდეგ, 32 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან “პოგონს” 2 ქულით ჩამორჩება.
ბუდუს გოლი, კიტეიშვილის ლომის წილი და კარგი ამბავი ბელგიიდან
GIPHY App Key not set. Please check settings