in ,

ბუდუს გოლი, კიტეიშვილის ლომის წილი და კარგი ამბავი ბელგიიდან

შუა კვირაში სათასო მატჩები გაიმართა.
ასე იყო უნგრეთშიც.
უნგრეთის თასის 1/16-ფინალში ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” 2:1 დაამარცხა მეორე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ვაშაში”.

ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ უკვე მე-3 წუთზე გახსნა. ქართელს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისმა ძლიერმა დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.
23 ან 24 თებერვალს, “ფეჰერვარი” 1/8-ფინალში ლაშა დვალის “ფერენცვაროშს” შეხვდება.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ბუდუმ 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მისი
გუნდი კი 33 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ “ფერენცვაროშს” 16 ქულით ჩამორჩება.

კვიპროსში კი ჩემპიონატის 24-ე ტური მატჩი გაიმართა. ქართველების “ანორთოსისისა” და აელ-ის მატჩი 0:0 დასრულდა.

გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ბუბა დაუშვილი ძირითადში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას გოლის გატანაც შეეძლო., მაგრამ თავით ოდნავ ააცილა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ლორიასთან პირისპირ მეტოქე გუნდის თავდამსხმელი გავიდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ გუნდი გადაარჩინა.

“ანორთოსისი” 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ “აპოლონს” 6 ქულით ჩამორჩება.

ავსტრიაში მორიგი მატჩი ჩაატარა გრაცის „შტურმმა“. „რიდთან“ 2:1 მოგებულ შეხვერაში ძირითადში იყო ოთარ კიტეიშვილი. მე-9 წუთზე ანგარიში სწორედ ჩვენიანმა გახსნა. გადამწყვეტი გოლი გრაცელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს ჯარიმით, ეს ჯარიმა კი სწორედ ოთარმა მოიპოვა.

სასახარულო ამბავია ბელგიიდან. გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. მართალია ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის შეძლებს ქართველი ტალანტი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა გუნდის ძირითად ბირთვთან გადანაცვლება უკვე მაგარი ამბავია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლო ბაბლი საქართველოში: როგორ იცხოვრებენ და ითამაშებენ გუნდები

მესიმ გადასახადებში 370 მილიონი ევრო დახარჯა