in ,

ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა პოლონეთის ექსტრაკლასაში აღმოჩნდეს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა პოლონეთში გააგრძელოს.

პოლონურ და უნრულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზივზივაძის იჯარით პოლონური ექსტრაკლასას საფეხბურთო გუნდი ვროცლავის “შლიონსკი” არის დაინტერესებული.

პოლონური კლუბის მხირდან ინტერესი ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ აც დაადასტურა.

ბუდუ ზივზივაძის უნგრული კარიერა “მეზოშკოვედში” დაიწყო, რომლის შემდეგაც იგი “ფეჰერვარში” აღმოჩნდა. 27 წლის თავდამსხმელმა “ფეჰერვარის” მაისურით მიმდინარე შეხვედრაში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში რთული პერიოდი ჰქონდა. მან ტრავმის შემდეგ, კორონავირუსიც გადაიტანა.

ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ნაკრების მაისურით 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიქტორ სანეევს ხუთშაბათს სიდნეიში დაკრძალავენ

იტალიას მსოფლიოსთვის ბრძოლა კიეზას გარეშე მოუწევს