in ,

ბელინგემი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია, ხვიჩა იტალიაშია ყველაზე ძვირი

ჯუდ ბელინგემი სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგს.

CIES Football Observatory-მა გამოაქვეყნა ფეხბურთელებსი სია ყველაზე მაღალ ისატრანსფერო ღირებულებით. სტატისტიკური მოდელი 6000-ზე მეტ ტრანზაქციას ეყრდნობა. გათვალისწინებულია პოტენციური ბონუსებიც.

მართალია ტოპ 20-შივერ მოხვდა, მაგრამ 21-ე ადგილზე აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამასთანავე დარჩა იტალიის სერია ა-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად. ჩვენიანის ფასი 115.3 მლნ ევროა და ის მილიონით უსწრებს მის უკან მყოფ რაფაელ ლეაოს.

შესაბამისად, გამოვიდა, რომ ოცეულში იტალიის ჩემპიონატიდან ვერავინ ვერ მოხვდა.

რეიტინგის ტოპ-20 ასეთია:

  1. ჯუდ ბელინგემი („რეალი“, 267.5 მლნ ევრო)
  2. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, 251.2)
  3. ვინისიუსი („რეალი“, 250.3)
  4. როდრიგო („რეალი“, 247.9)
  5. ბუკაიო საკა („არსენალი“, 223)
  6. ფილიპ ფოდენი („სიტი“, 195.8)
  7. გავი („ბარსელონა“, 175.4)
  8. ხულიან ალვარესი („სიტი“, 164.7)
  9. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, 152.4)
  10. მარტინ ედეგორი („არსენალი“, 150.6)
  11. გაბრიელ მარტინელი („არსენალი“, 148.2)
  12. ფედერიკო ვალვერდე („რეალი“, 140.7)
  13. დომინიკ სობოსლაი („ლივერპული“, 138.6)
  14. მარკუს რეშფორდი („მანჩესტერი“, 136.2)
  15. ედუარდო კამავინგა („რეალი“, 132.7)
  16. პედრი („ბარსელონა“, 125.2)
  17. ენცო ფერნანდესი („ჩელსი“, 123.6)
  18. როდრი („სიტი“, 121.8)
  19. დარვინ ნუნიესი („ლივერპული“, 117.6)
  20. ფლორიან ვირცი („ბაიერი“, 117)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს მარადონას პრიზს მისცემენ როგორც წლის ბომბარდირს

ვიდეო: ვირტუსმა ბერლინში მარტივად მოიგო – თოკომ 12 ქულა ჩააგდო და მე-2 ადგილზეა