ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საქართველოს ყველა მეტოქემ დაასახელა საბოლოო შემადგენლობა. ბელგია ბოლო წამს გაძლიერდა და ეროვნული ნაკრების წევრები დაიმატა, თანაც თითქმის ყველა ის, ვინც მთავარ მწვრთნელ ჟაკ მატისენს სურდა. მის განკარგულებაში არიან ლოის ოპენდა („ლანსი“), ამეენ ალ-დახილი („ბარნლი“), ოლივიე დემანი („სერკლ ბრიუგე“) და ასტერ ვრანცსი („მილანი“).
თუმცა აქ საქართველოს ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეს ფეხბურთელები ჯერ ეროვნულში იქნებიან 17 ივნისს (ავსტრია) და 20 ივნისს (ესტონეთი) და მერე შეუერთდებიან ახალგაზრდულს.
მთავარია ნიდერლანდებთან არ წავაგოთ, თორემ საქართველოს მოვუგებთ: ბელგია ჩვენთან 3 ქულას გეგმავს
მანდ მოსაგებად მოვდივართ: ბელგიას საქართველოში გამარჯვება და ოლიმპიადა უნდა
ბელგიელთა საბოლოო განაცხადი ასეთი გამოვიდა.
მეკარეები: მაარტენ ვანდევოორდტი (“გენკი), სენე ლამენსი (“ბრიუგე”), მაქსიმ დელანგი (“ლიერსი”)
მცველები: ზენო დებასტი (“ანდერლეხტი”), ევუდ პლეტინქსი (“ლეუვენი”), კონი დე ვინტერი (“ემპოლი”), იგნას ვან დერ ბრემპტი (“ზალცბურგი”), ამინ ალ დახილი (“ბარნლი”), მაქსიმ დე კუიპერი (“ვესტერლო”), უგო სიკე (“სერკლ ბრიუგე”), ლუი პატრისი (“ლეუვენი”)
ნახევარმცველები: ასტერ ვრანცსი (“მილანი”), ოლივიე დემანი (“სერკლ ბრიუგე”), ნიკოლას რასკინი (“რეინჯერსი”), ელიოტ მატასო (“მონაკო”), მანდელა კეიტა (“ანტვერპენი”), არნე ენგელსი (“აუგსბურგი”)
თავდამსხმელები: შარლ დე კეტელერი (“მილანი”), იორბე ვერტესენი (“როიალ უნიონი”), ენტონი დესკოტი (“უტრეხტი”), მიშელ-ანგე ბალიკვიშა (“ანტვერპენი”), ლარგი რამაზანი (“ალმერია”), ლოის ოპენდა (“ლანსი”).
პორტუგალიამ საბოლოო შეარჩია: რამდენიმეს ჩვენები უნდა იცნობდნენ
ნიდერლანდებმა იაპონიასთან ითამაშეს და საბოლოო განაცხადი თქვეს
დღეს ბელგიის ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად ისრაელს შეხვდება და მერე საქართელოში ჩამოვა. ბელგიასთან საქართველოს მეორე ტურის მატჩი უწევს, 24 ივნისს.
GIPHY App Key not set. Please check settings