in

მთავარია ნიდერლანდებთან არ წავაგოთ, თორემ საქართველოს მოვუგებთ: ბელგია ჩვენთან 3 ქულას გეგმავს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საშინაო ევრო 2023-სთვის ემზადება. ჩვენი გუნდისგან დიდი მოლოდინია, რადგან ახალგაზრდულს ეროვნული ნაკრების ბევრი წამყვანი მოთამაშე ემატება. თუმცა უნდა ითქვას, რომ მეტოქეებიც ძალიან ძლიერები შეგვხდა, ისეთები, რომლებსაც ამბიციები ყოველთვის აქვთ ნებისმიერ დონეზე და თან არც თუ უსაფუძვლო, რადგან მართლა კარგი გუნდები არიან.

ამის დასტურია ბელგიის ნაკრები, რომელიც როგორც ჩანს, ჯგუფში მთავარ კონკურენტებად ნიდერლანდებს და პორტუგალიას უფრო განიხილავს და საქართველოსთან 3 ქულას გეგმავს.

ჩვენებს პირველი თამაში პორტუგალიასთან აქვთ (21 ივნისი), ბელგიას კი მეორე ტურში შევხვდებით, როდესაც წესით ეროვნულის ყველა ფეხბურთელი უკვე შეძლებს თამაშს (24 ივნისი). შესაბამისად, ბელგიელებს არ ელოდებათ იოლი გასეირნება.

აი რა თქვეს მოახლოებული ტურნირის და მეტოქეების შესახებ ბელგიელებმა. კონკრეტულად კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ოლივიე დეშახტმა:

„ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი იოლი გამოცდა არ იქნება. პირველ მატჩში ნიდერლანდებს ვეთამაშებით, რომლის მეკარე ბარტ ვერბრუგენიც ჯერ კიდევ „ანდერლეხტის“ მოთამაშეა. მირჩევნია, ის ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს. რაც მან ამ სეზონში „ანდერლეხტში“ მიაღწია, გამორჩეულია და არ მიკვირს, რომ პრემიერლიგის კლუბების ყურადღებას მიიპყრო.

პორტუგალიასთან მატჩიც რთული იქნება. ჩვენი ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ახლა პორტუგალიის ნაკრებშია. ბელგიელ ფეხბურთელებს კი კარგად იცნობს. ბელგიის ნაკრებებში 6-წლიანი მუშაობის შემდეგ მან კარგად შეისწავლა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.

თუ გვინდა სირთულეები ავირიდოთ, მთავარია, არ წავაგოთ პირველი შეხვედრა ნიდერლანდებთან. ამის შემდეგ საქართველოსთან გამარჯვებით ხელსაყრელ პოზიციაში აღმოვჩნდებით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე იუვენტუსში მილიკს შეცვლის?

დამკიდეთ ლუვრში: რატომ შევა გრილიშის ფოტო ისტორიაში