in

ბასილაშვილი მონტე კარლოს დიმიტროვით დაიწყებს

ხვალ, თიხის სეზონი იწყება. მონტე კარლოს მასტერსზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს.

ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ATP-ის ყოფილი მესამე ჩოგანი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება.

ბასილაშვილი და დიმიტროვი ერთადერთხელ 2017 წელს არიან ერთმანეთს შეხვედრილნი და მაშინ ბულგარელმა ორ სეტში 6:1; 6:3 მოიგო..

ბასილაშვილს მონტე კარლოში სამჯერ აქვს ნათამაშები და სამივე შემთხვევაში პირველივე რაუნდში დამარცხდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეაპოლში ნაპოლი-ფიორენტინაზე მეტად სამგურალი-ბათუმის დინამოს ელიან

ვიდეო: ყაზაიშვილმა გაიტანა და ულსანმა მოიგო