საქართველოს პირველი და მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მეცის 250-იან მასტერსზე ასპარეზობს, პირველი ეტაპი დამაჯერებლად გაიარა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე მერვე ნომრად არის განთესილი, იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3; 7:6 დააარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 11 ეისი შეასრულა. ნიკას პირველ მოწოდებაზე მოგებული ქულების პროცენტული მაჩვენებელი 86%, მეორეზე კი, 66% ჰქონდა. მან 4-დან 1 ბრეიქი გამოიყენა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8 ფინალურ ეტაპზე ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა და ჟილ სიმონს შორის გამარჯვებულ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings