in

ბარსა, რეალი და ბაიერნი ყველაზე მდიდარ გუნდებში მოხვდნენ: Forbes

ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტული კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიაში 50 გუნდი სპორტის 4 სახეობას წარმოადგენს: ამერიკული ფეხბურთი (26), კალათბურთი (9), ფეხბურთი (9) და ბეისბოლი (6).

ტოპებს სათავეში მოექცა „დალას კოვბოი“ (ამერიკული ფეხბურთი), რომლის ღირებულება 5.7 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა ბეისბოლის „ნიუ-იორკ იანკისი“ – 5.25 მილიარდი დოლარი. კალათბურთის „ნიუ-იორკი“ 5 მილიარდით მესამე ადგილზეა.

ტოპ 10-ში სამი საფეხბურთო კლუბი მოხვდა. „ბარსელონა“ და „რეალი“ ხუთეულშიც შევიდნენ, მათი ფასი 4.76 მილიარდი დოლარი და 4.75 მილიარდია შესაბამისად.
ათეული დაასრულა მიუნხენის „ბაიერნმა“ – 4.21 მილიარდი.

„ფორბსის“ კვლევების თანახმად, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო გუნდების საშუალო ღირებულება 9.9%-ით გაიზარდა – დაახლოებით 3.4 მილიარდი დოლარით.
სამი საფეხბურთო გუნდის ღირებულება კი ბოლო 5 წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ესენია: პსჟ (207%), „ლივერპული“ (165%) და „სიტი (108%).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი უქმეები: ესპანეთში საჩემპიონი მატჩია, ინგლისში ფინალის რეპეტიცია, საქართველოში დინამოების დერბი – პროგნოზი, კოეფიციენტები

ტორპედო ვარჯიშს არ აპირებს: არც ხელფასებია და შეიძლება აღარც ჩხეტიანი გამოვიდეს