in

ბაიერნი კარში ვერ ურტყამს, მბაპე იტანს – ლიგაზე მასპინძლებმა მოიგეს

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ორივეში მასპინძლებმა მოიგეს, თან ისე, რომ სტუმრებს გოლი არ გაატანინეს. თუ პარიზელების გამარჯვება ლოგიკურია, ვერ ვიტყვით, რომ „ლაციო“ თუნდაც შინ ფავორიტი იყო „ბაიერნთან“. თუმცა მინიმალური ანგარიშით მოგება რომაელებს ცხადია მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევთ.

ლაციო – ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 იმობილე (69-პენ)
გაძევება: უპამეკანო (67. ბაიერნი)

„ბაიერნმა“ ზედიზედ ორჯერ 2019 წლის შემდეგ პირველად წააგო და თან ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

„ბაიერნმა“ მეტოქის კარში ბურთი ვერ დაარტყა, რაც ბოლო 10 თვეში პირველად მოხდა.

„ბაიერნმა“ 17-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ ვერცერთხელ – კარის ჩარჩოში. ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაში პირველად მოხდა 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.

„ლაციო“ სულ რაღაც მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩი. პირველად ეს მოხდა 2000 წელს, როცა 1:0 დაამარცხა „ვალენსია“.
ბოლო იტალიური კლუბი, რომელმაც „ბაიერნი“ დაამარცხა, „ინტერი“იყო (2011).

ტომას ტუხელმა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 43 მატჩიდან 10 წააგო. მისმა წინამორბედმა იულიან ნაგელსმანმა 10 თამაში 84 მატჩში დათმო.

ტუხელი: „ბაიერნმა“ წააგო მატჩი. არ ვარ დარმწუნებული, რომ „ლაციომ“ მოიგო.
ასეთი სტატისტიკით შეუძლებელია მოგება, მაგრამ წინ განმეორებითი თამაშია“.

დაიოტ უპამეკანო მესამე ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვისაც წმინდა ვალენტინის დღეს წითელი ბარათი უჩვენეს. მანამდე უიღბლოები როკე ჟუნიორი („მილანი“) და ბენჟამინ პავარი („ბაიერნი“) იყვნენ.

პსჟ – სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (58), 2:0 ბარკოლა (70)

მბაპემ ბოლო 10 მატჩში 9-ჯერ გაიტანა, ბოლო ორ თვეში კი მის ანგარიშზე 13 გოლია.

კილიან მბაპე მონაწილეობდა მიმდინარე სეზონის 38 გოლში (30 მატჩში) – 31 გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

1973 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ „სოსიედადმა“, ყველა ტურნირზე, ზედიზედ 5 მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთს ვითხოვ: ყველაფერი დადონ გამარჯვებისთვის – ახალი მწვრთნელი წარადგინეს

რონალდო უპენალტო გოლებით მესის დაეწია: კრიშტიანოს 1000 მატჩი