in

რონალდო უპენალტო გოლებით მესის დაეწია: კრიშტიანოს 1000 მატჩი

კრიშტიანო რონალდო ლეო მესის დაეწია გატანილი გოლების რაოდენობით თუ პენალტებს არ ჩავთვლით.

„ალ ნასრის“ ფორვარდმა გუნდს გამარჯვება მოუტანა აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში „ალ ფეიხის“ წინააღმდეგ – 1:0.

რონალდომ 713-ე გოლი გაიტანა კარიერაში (პენალტები არ ითვლება) და ამით მესის გაუთანაბრდა. სულ კი პორტუგალიელის ანგარიშზე 874 გოლია 1205 შეხვედრაში, არგენტინელს 821 გოლი აქვს გატანილი 1047 თამაშში.

ხსენებული მატჩი კრიშტიანოსთვის საიუბილეოც გამოდგა.
პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე 1000 მატჩი ითამაშა.
ყველაზე მეტი შეხვედრა რონალდოს „რეალში“ აქვს ჩატარებული – 438. „მანჩესტერი“ – 346, „იუვენტუსი“ – 134, „სპორტინგი“ – 31. „ალ ნასრი“ – ჯერჯერობით 51.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნი კარში ვერ ურტყამს, მბაპე იტანს – ლიგაზე მასპინძლებმა მოიგეს

ნაკრებმა ვარჯიში დაიწყო: ყველა ვერ ჩამოვიდა