in ,

ბათუმის დინამო ზამთრის შეკრებაზე ორ პოლონურ გუნდს შეხვდება

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა და უკვე ქართულმა კლუბებმა მომავალლი სეზონისთვის მომზადებაც დაიწყეს.

იანვრის სტარანსფერო ფანჯარაზე ყველაზე მეტად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” და მათი თბილუსური თანამოსახელე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “დინამო” აქტიურობს. გარდა შიდა ჩემპიონატისა, მომავალ ზაფხულს ორივე გუნდმა საქართველოს ღირსება ევროსარბიელზე უნდა დაიცვას. ბათუმელები ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, თბილისელები კონფერენს ლიგაზე მოსინჯავენ ძალებს.

ბათუმის დინამო კოლუმბიელ ფორვარდს იმატებს: ანანიძე – ჯერ სინჯები და მერე ვნახოთ

ბათუმის დინამომ მონტენეგროელი შემტევი დაიმატა

უკვე ცნობილია იმ ორ გუნდის ვინაობაც, რომელთა წინააღმდეგაც ზამთრის შეკრებაზე ბათუმის “დინამო” სპარინგმატჩებს გამართავს.

გია გეგუჩაძის გუნდი ზამთრის შეკრებას თურქეთის დაბა ბელეკში გაივლის და მისი პირველი სპარინგპარტნიორი პოლონური ლეხ პოზნანი” იქნება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი იცავს. 3 დღეში კი, აჭარლები კიდევ ერთ პოლონურ კლუბს გდანსკის “ლეხიას” გაეჯიბრებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას შეუძლია ოქროს ბურთი მბაპეზე ადრე მოიგოს -ფრანგული მედია

სანაძემ ადრიატიკის ლიგაზე 12 ქულა ჩააგდო, მაგრამ ბორაცი ბოსნიელებთან დამარცხდა