in ,

კვარაცხელიას შეუძლია ოქროს ბურთი მბაპეზე ადრე მოიგოს -ფრანგული მედია

ქართველი ტალანტის და ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ევროპული მედია 2022 წელსაც დიდ ინტერესს იჩენს.

ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა So foot-მა სტატია იმ ფეხბურთელებზე გამოაქვეყნა, რომლებიც მათი აზრით 2022 წელს მსოფლიოს აალაპარაკებენ.

სიაში საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ფრანგული გამოცემა დარწმუნებულია, რომ ქართველ გარემარბს დიდი საფეხბურთო კარიერა ექნება და მას ოქროს ბურთის მოგების კანდიდატადაც ასახელებს.

“ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გვარი რთულად წარმოსათქმელია, მაგრამ დროა მისი გვარის გამოთქმა კარგად ვისწავლოთ, რადგან ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მალე ევროპა აალაპარაკოს. ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, მაგრამ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დადასახელდა და ვილი სანიოლის ნაკრების თამაშიც დიდწილად მასზეა დამოკიდებული. სწრაფი, ტექნიკური. ელეგანტური-ქართველს აქვს ყველა თვისება, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების გულებს მოიგებს. ის საოცარი დატყმის უნარით დაჯილდოვებული და მოედანზე არ არსებობს წერტილი, საიდანაც მას დარტყმა და გატანა არ შეუძლია. კვარაცხელიას საოცარ ფენომენში უკვე მთელი რუსეთი დარწმუნებულია და ახლა ეს მთელმა ევროპამ უნდა გაიგოს.

მალე ჩვენ შეგვეძლება ვიამაყოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაცილებით ადრე ვიცოდით, მანამ სანამ კილიან მბაპეზე ადრე ოქროს ბურთს მოიგებს.”–-წერს ფრანგული გამოცემა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის კოვიდი აკიდე ბიჭო, მოგკლავ – არგენტინაში დიჯეის ემუქრებიან

ბათუმის დინამო ზამთრის შეკრებაზე ორ პოლონურ გუნდს შეხვდება