in ,

ბათუმის დინამო კოლუმბიელ ფორვარდს იმატებს: ანანიძე – ჯერ სინჯები და მერე ვნახოთ

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც თბილისის “დინამო” სკანდალური განცხადებით დატოვა, ამჯერად ბათუმის “დინამოშია და უდიდესია ალბათობა იმისა, რომ მომავალი სეზონის სწორედ აჭარულ კლუბში გაატაროს.

ჩვენი ინფორმაციით, ჯანო ბათუმის “დინამოსთან” ერთად ზამთრის შეკრებას გაივლის და ამის შემდეგ, ფეხბურთელის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, გადაწყდება კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაფორმდება თუ არა 2-წლიანი კონტრაქტი.

ჯანო ანანიძე ბოლოს თბილისის “დინამოში” ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ, რომელშიც მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და იმის შემდეგ ტრავმის გამო მოედანზე არ გამოსულა.

ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრების მაისურით 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი.

ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის “დინამო” კოლუმბიელ ფორვარდს იმატებს. საუბარი 24 წლის რიკარდო მარკესზეა, რომელიც კოლუმბიური “უნიონ მაგდალენას” საკუთრებაა , თუმცა ბოლო სეზონი იჯარის წესით “მილიონარისში” გაატარა, რომლის რიგებშიც 25 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

მარკესს საუკეთესო სეზონი 2018 წელს ჰქონდა, როცა 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 2020 წელს ის კოლუმბიის 23-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს. ნაკრებში მას 6 მატჩი დაუგროვდა.

პორტალ Transfermarkt-ზე დღეს ახალგაზრდა შემტევის ღირებულება 700 000 ევროს შეადგენს. 2019-ში კოლუმბიელი 1,5 მილიონ ევროდ ფასობდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 9 ქულა და ცსკა-ს მე-7 მოგება

ლიდსი იანვარში 4 ფეხბურთელის დამატებას შეეცდება: ერთ-ერთი კვარაცხელიაა