in

არ დავნებდები: მონდომება არ არის საკმარისი… ჯიკიჩი წინასთან შედარებით კმაყოფილია

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევში მეორე თამაში წააგო შინ სერბეთთან – 63:76 .

საქართველომ სერბეთს ვერ გაუქაჩა: როცა ზუსტად ვერ ისვრი, წააგებ

მატჩის შემდეგ გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდარ ჯიკიჩთან ერთად გუნდის 7 ნომერი, ბექა ბურჯანაძე დაესწრო, რომლებმაც უპირველესად გიორგი ცინცაძეს მადლობა გადაუხადეს და შემდეგ თამაშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

ალეკსანდარ ჯიკიჩი:

„მადლობა, ბუ! მადლობა, რომ იყავი ჩვენთან ამ შეხვედრებში. მადლობა, რომ სცადე, სანაკრებო კარიერა კარგი განწყობით დაგესრულებინა. სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ამ მატჩში კარგი მომენტებიც გვქონდა. ბიჭები ძალიან იყვნენ მონდომებულები, თუმცა ზოგიერთი კალათბურთელის კონცენტრაცია ძალიან არ მომეწონა. მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია. პირადად მე არ დავნებდები. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს ჩემი სტილი არ არის… სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც ჩვენ გვჭირდება, არა იმის, რაც მე მსურს, არამედ, იმის, რაც ეროვნულ გუნდს ესაჭიროება.

ზოგიერთი ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში არ ვარ ვინმეს თამაშით უკმაყოფილო, თუმცა მეტოქე გვყავდა, არა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ფინალისტი. ეს 14 კალათბურთელი ივნისის გაფართოებულ სიაშიც იქნება. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა კმაყოფილი ვარ უკეთესი თამაშით, ვიდრე წინა შეხვედრაში გვქონდა. მალე გუნდი უკეთ ითამაშებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ.

ჯო ტომასონი და თოკო ადრე შემოგვიერთდნენ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვექნება მეტი დრო ერთად მომზადებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს.

შერმადინი მომავალში უკეთ ითამაშებს, როცა ახალ სისტემას, ახალ გამთამაშებლებს შეეგუება. წინა მატჩში, დანიასთან ბოლო მეოთხედში ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და ასეთი საკუთარ კარიერაში არ მახსენდება. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ბოლო პერიოდში 2 ქულიანი არ გვისვრია. ახლა კი გაცილებით უკეთეს გუნდთან, ბევრად კარგად ვითამაშეთ”.

ბექა ბურჯანაძე:
„მადლობა ბუს 20-წლიანი სანაკრებო კარიერისთვის. სამწუხაროდ, ეს იყო მარცხიანი გამომშვიდობება. დრო არ გვქონდა, რომ ამ ორი თამაშისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი კალათბურთელები. დავუშვით შეცდომები, თუმცა წინ არის შეხვედრები, რომლებისთვისაც კარგად მოვემზადებით.”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იმიტომ რომ მანამდე უკვე ვიტირე… დიდი მადლობა ყველას, ყველას: გიორგი ცინცაძე კალათბურთის გულშემატკივარი ხდება

საზონოვი მალევე შეუშვეს, საბამ პენალტი აიკიდა და ჩვეულებრივ ითამაშა: ტორინომ რომში დიბალასთან წააგო