შოთა არველაძის “ჰალ სიტი” ზაფხულში, წინასასეზონო შეკრების პერიოდში, უკრაინულ დონეცკის “შახტართან” ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეს მატჩი საქველმოქმედო ხასიათის იქნება და ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება, რუსეთ-უკრაინის ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება. ინფორმაციას hulldailymail ავრცელებს.
გეტყვით იმასაც, რომ “ჰალ სიტი” საზაფხულო შეკრებას ესპანეთში გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მათ შორის, ერთ-ერთუ “სევილია” იქნება.
“ჰალ სიტისა” და დონეცკის “შახტარის” თამაში ივლისში ინგლისშია დაგეგმილი.
GIPHY App Key not set. Please check settings