საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე “ჰალ სიტის” პარასკევს ჩაიბარებს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს, შუა დღის მონაკვეთში, “ჰალი” პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ქართველს მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგენენ.
შოტლანდიური “რეინჯერსის” ყოფილი თავდამსხმელის გუნდში მოსვლის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა და სწორედ იგი განიხილებოდა გრანტ მაკკანის შემცვლელად.
პრესკონფერენციას კლუბის მფლობელი აკუნ ილიჩალიც დაესწრება. “ჰალ სიტის” 27 ტურის შემდეგ, 29 ქულა აქვს და ინგლისის ჩემპიონშიპში მე-19 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings