in

არგენტინა ფინალს მე-6 ჯერზე ითამაშებს და მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება

ალბისელესტემ ხორვატია არ დაინდო და ფინალისკენ მიმავალი გზა გაკვალა. ხულიან ალვარესის დუბლს ერთიც მესიმ წაამატა და წრე შეიკრა.

საინტერესო ისაა, რომ არგენტინა ფინალს მეექვსედ ითამაშებს. უპირველესად, სადებიუტო მუნდიალზე, რომელიც 1930 წელს გაიმართა და მაშინ ურუგვაიმ 4:2 იმარჯვა (შემდეგ ჩემპიონიც გახდა).

1978-ში მარიო კემპესის ლიდერობით და მენოტის გენიალურობით დამარცხებული უკრუიფო ნიდერლანდებიც გვახსოვს. შემდეგ იყო 1986 და დიეგო მარადონას შოუ, ბლოკნოტით ხელში კი კარლოს ბილარდო.

1990 წელს იყო ფინალი, რომელიც, სწორედ გერმანიასთან დათმო. 2014 წლის ფინალი ხომ გუშინდელივით გვახსოვს და ახლა 2022.

ერთადერთი ნაკრები, რომელსაც ალბისელესტე ჩამორჩება არის გერმანია, რომელმაც მუნდიალის ფინალში 8-ჯერ ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიდერლანდებში ფეხბურთს აღარ აჩვენებენ

მოურინიო პორტუგალიის ნაკრების მთავარი კანდიდატია