in

არგენტინა შეიშალა! სრული ქაოსი ბუენოს აირესის ქუჩებში

მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ბუენოს-აირესში ღამის ორ საათზე ჩაფრინდა, სადაც დიდი ხნის ნანატრი თასი ჩაიტანა. აეროპორტში მილიონამდე ადამიანი მივიდა. გუნდი ბაზამდე ღია ავტობუსით გაემგზავრა და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა – მესი, ოტამენდი და დე პოლი სახურავზე ისხდნენ, ბოლო მომენტში შენიშნეს ელექტროგადამცემი ხაზი და დაიხარნენ. მოკლედ, აღლუმის რეპეტიცია გამოვიდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აგლომერაციაში – 15 მილიონზე მეტი. ასეთ შემთხვევაში წესრიგისდაცვა შეუძლებელი შეიქნა, ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, რამდენიმე რესპუბლიკის მოედანზე 68-მეტრიან ობელისკზე აძვრა, 24 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა; ერთი ადამიანი კი მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაწვეს საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს მუყაოს კუბო.

მთავარი ამბავი ხვალ იქნება, მაგრამ განწყობა უკვე იგრძნობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ამაშუკელი ისევ 6 ერზე!

“MARCA”: რონალდუ ალ ნასრიში გადავა!