in

აიაქსს ახალი მწვრთნელი ჰყავს

როგორც ამ დღეებში გიამბობდით, ბოლო დროს დიდი ალბათობით “აიაქსის” ახალ მწვრთნელად ჯონ ვან სხიპის კანდიდატურა განიხილებოდა და ასეც მოხდა – ამსტერდამული გუნდი სწორედ ჰოლანდიელ სპეციალისტს ჩააბარეს.

მოგეხსენებათ, ნიდერლანდურმა გუნდმა ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღო, რის გამოც აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტანტი გააკრიტიკეს და თანამდებობიდანაც გადააყენეს.

ჩვენთვის კი ეს ყველაფერი საინტერესო იმითაა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და “აიაქსს” მანაც ზაფხულში მიაშურა. 

“ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გაკეთებული ტრანსფერებით ბევრი ბედნიერი არ დარჩა, მაგრამ ხაზს აქ გავავლებ და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაავლო და წინ გაიხედო. არ შემიძლია რამე გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემამდე მოხდა. წინ უნდა გავიხედო და ეს არის ის, რასაც ვაპირებ. ფეხბურთელიები უნდა გაძლიერდნენ”, – თქვა ვან სხიპმა.

წარმატებები ვისურვოთ ამ მართლაც ლეგენდარულ კლუბს ახალ მწვრთნელთან ერთად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეო კვლავ საუკეთესოა – უკვე მერვედ

ბორჯღალოსნებს მსოფლიოში საუკეთესო მსაჯი გვყავს