in ,

ჯანო ანანიძე: ვფიქრობ, ღირსეული კარიერა მქონდა – საქართველოში აკადემიის გახსნას ვგეგმავ

უკვე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, რომელმაც გაუთავებელი ტრავმების გამო საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, საქართველოში საკუთარი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ჯანომ რუსულ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბბრა.

“საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება და მსურს მათ განვითარებაში დავეხმარო, რისთვისაც ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნას ვაპირებ. ვფიქრობ, ღირსეული კარიერა მქონდა. ჩემს ქვეყანაში თავაწეული დავდივარ და ყველა მდლობას მიხდის. ადრე დავიწყე და ადრე დავამთავრე, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. კარიერის დასრულების შემდეგ იმდენმა ადამიანმა მომწერა, მივხვდი რომ ეს ყველაფერი ტყუილად არ გამიკეთებია,”-თქვა ჯანო ანანიძემ

ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი, 5 საგოლე პასი მიითვალა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავი ლომის ახალი კონკურენტი: რაგბი ევროპის სუპერთასზე რუმინელი მგლები ითამაშებენ

ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა