ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “აიაქსი” 4:2 დაამარცხა.
ქართველს მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. მან გოლი და შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რის გამოც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ “კვარას” ყველა ტურნირზე ერთად 12 შედეგიანი ქმედება (7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა) მოუგროვდა, რითიც ის სერია A-ს ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა!
მოგეხსენებათ, ხვიჩას “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, ახლა იტალიის ჩემპიონატში გადაერთვება და 16 ოქტომბერს “ბოლონიას” მიიღებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings