in ,

ბუდუ ზივზივაძე: ბოდიში გულშემატკივარს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრული “ფეჰერვარის” ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მის ირგვლივ განვვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის საშუალებით, განცხადება გაავრცელა:

“მსურს, კლუბ “ფეჰერვარის” და ჩემს გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს “უიპეშტთან” მატჩის შემდეგ მოხდა.

თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რაც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტინქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ “ფეჰერვარის” გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია დაარც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც “უიპეშტში” თამაშის დროს “ფეჰერვარის” კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა, სასტარტო შემადგენლობაში ვარ თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი, სწორად გაიგებენ ჩემს ნათქვამს და “ფეჰერვართან” ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს.”

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი დასჯილია და ძირითად გუნდს ჩამოაშორეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაც დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი მიღწევა!