in ,

ხვიჩამ მეორე ოცეულიც გაიარა: ქართველი Golden Boy-ის ნომინანტია

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ის ჯილდოს კანდიდატად რჩება. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა ორი ეტაპი გადალახა და ფინალურ ეტაპამდე კიდევ ორი ასეთივე ეტაპის გადალახვა სჭირდება. მეტიც, ჩვენიანი მოწინავე პოზიციებზეა.

ყოველთვიურად, გამოცემის შედგენილ სიას 20 ადამიანი აკლდება, სანამ არ დარჩება 20 რჩეული, საიდანაც გამარჯვებულს ჟიური შეარჩევს. საერთო ნომინანტები 15 ივნისს გამოაცხადეს.
ამჟამად 100-დან ჯილდოსთვის ბრძოლას 60 ფეხბურთელი განაგრძობს.

წლევანდელ კონკურსში ბევრი უკვე ცნობილი ფეხბურთელი მონაწილეობს, ისინი ბუნებრივია ქართველის კონკურენტები არიან. აი ზოგიერთი მათგანი: ერიკ გარსია (ბარსელონა), პედრი (ბარსელონა), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ჯერემი დოკუ (რენი), ბრიან ხილი (ტოტენჰემი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), კარტის ჯონსი (ლივერპული), მუკოკო (დორტმუნდი), ჯოვანი რეინა (დორტმუნდი) და სხვები.

საუკეთესო ახალგაზრდის გამოვლენის უკანასკნელ ნაწილში საქმეში ავტორიტეტული სპორტული გამოცემების ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური ჩაერთვება.

შეგახსენებთ, ეს ჯილდო იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტის“ დაწესებულია და პრიზსაც ის გადასცემს.

Tuttosport-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს 2003 წლიდან ასახელებს. ეს ჯილდო სხვადასხვა დროს ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც რაფაელ ვან დერ ვაარტი, უეინ რუნი, ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, ისკო, პოლ პოგბა, რაჰიმ სტერლინგი, კილიან მბაპე, მატიას დე ლიხტი, ჟოაო ფელიქსი არიან, ხოლო ბოლო გამარჯვებული ერლინგ ჰაალანდია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: Charlie Hebdo-მ ახალი ნომერი მესის და პსჟ-ს ავღანეთის მოვლენებთან კავშირს მიუძღვნა

მესი და რონალდო სამეულშიც არ არიან: უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 3 ნომინანტი დაასახელა