in ,

კვარაცხელია ოქროს ბიჭი ვეღარ გახდება: სია შემცირდა

Golden Boy-ის პრიზის პრეტენდენტების სია 40 ფეხბურთელამდე შემცირდა.

ასეულში შედიოდა „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც. შემცირებულ სიაში ჩვენიანი უკვე აღარ არის.

ბრძოლას განაგრძობენ ასაკით პატარები, მაგრამ უკვე სახელიანი ფეხბურთელები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ედუარდო კამავინგა (რეალი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), ერიკ გარსია (ბარსელონა), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), პედრი (ბარსელონა), ჯოვანი რეინა (დორტმუნდი) და სხვები.

ხვიჩამ მეორე ოცეულიც გაიარა: ქართველი Golden Boy-ის ნომინანტია

Golden Boy – ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც გაზეთი Tuttosport ევროპაში 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელს გადასცემს.

გამარჯვებულს ტრადიციულად ნოემბერში აცხადებენ. გასულ წელს ეს ჯილდო ნორვეგიელმა ერლინგ ჰაალანდმა მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წამოდექი საქართველო, კონგომ გადაგასწრო: ფიფას რეიტინგში საქართველო 5 პოზიციით დაქვეითდა

გოლების წვიმა ბათუმში: სამტრედია განწირულად მოჩანს – დინამომ ისევ ვერ მოიგო