in

მესი და რონალდო სამეულშიც არ არიან: უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 3 ნომინანტი დაასახელა

უეფამ ოფიციალურ საიტზე 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე პრეტენდენტთა შორტ-ლისტი გამოაქვეყნა.

სამეულში შევიდნენ ჟორჟინიო (იტალია, „ჩელსი“), ნგოლო კანტე (საფრანგეთი, „ჩელსი“) და კევინ დე ბრუინი (ბელგია, „სიტი“).

კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი პრეტენდენტთა სიაში ვერ მოხვდნენ.

შორტ-ლისტის არჩევაში მონაწილეობდნენ ევრო 2020-ის მონაწილე 24 ნაკრების მწვრთნელები, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 80 კლუბის მწვრთნელები (წინა სეზონის), ასევე უეფას ყველა ასოციაციის 55 სპორტული ჟურნალისტი.

უნდა ითქვას, რომ მესის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა სამეულში მოსახვედრად. ის მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

5. რობერტ ლევანდოვსკი
6. ჯანლუიჯი დონარუმა
7. კილიან მბაპე
8. რაჰიმ სტერლინგი
9. კრიშტიანო რონალდო
10. ერლინგ ჰაალანდი

ჯილდოს გადასცემენ 26 გვისტოს სტამბოლში 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს. ამავე დღეს უეფა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელსაც დააჯილდოვებს. პრეტენდენტები არიან პეპ გვარდიოლა, რობერტო მანჩინი და ტომას ტუხელი.

პირველად მესი და რონალდო ამ ტროფეის გარეშე გასულ სეზონში დარჩნენ. შარშან ეს პრიზი რობერტ ლევანდოვსკიმ აიღო.
ჯამში რონალდოს უეფასგან 3, ხოლო მესის 2 პრიზი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ მეორე ოცეულიც გაიარა: ქართველი Golden Boy-ის ნომინანტია

ვიდეო: რეალი გაქურდეს – ბერნაბეუზე საკლუბო მაღაზია 7 წუთში მთვარეზე დაჯდომის მეთოდით გაიტანეს