„ნაპოლის“ ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა.
მოგეხსენებათ, ჩვენიანმა სერია ა-ს მე-5 ტურში „ლაციოსთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს იტალიის პირველობაზე მისი მე-4 გოლია. ეს კი საუკეთესო შედეგი ყოფილა ნეაპოლელთათვის იტალიის ჩემპიონატში.
ამის შესახებ იუწყება სტატისტიკის ცნობილი მთვლელი Opta Sport.
წყაროს ცნობით, კვარაცხელია რეკორდსმენი გახდა „გოლი + პასის“ სისტემით. სტატისტიკას 2007/08 წლების სეზონიდან აკეთებენ. ჩვენიანის აქტივში უკვე 5 ქულაა – 4 გოლი და 1 საგოლე პასი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings