in ,

ხვიჩაზე კარგი ნაპოლის არავინ ჰყოლია: კვარაცხელია ნაპოლის რეკორდსმენია

„ნაპოლის“ ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა.

მოგეხსენებათ, ჩვენიანმა სერია ა-ს მე-5 ტურში „ლაციოსთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს იტალიის პირველობაზე მისი მე-4 გოლია. ეს კი საუკეთესო შედეგი ყოფილა ნეაპოლელთათვის იტალიის ჩემპიონატში.
ამის შესახებ იუწყება სტატისტიკის ცნობილი მთვლელი Opta Sport.

წყაროს ცნობით, კვარაცხელია რეკორდსმენი გახდა „გოლი + პასის“ სისტემით. სტატისტიკას 2007/08 წლების სეზონიდან აკეთებენ. ჩვენიანის აქტივში უკვე 5 ქულაა – 4 გოლი და 1 საგოლე პასი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა და ჟოზე: თვის მწვრთნელი მოურინიო გახდა

ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა, კრემონეზემ პირველი ქულა აიღო