in ,

ხვალ მესამე ოქროს ველით: ასევე ოდიკაძე და ფაჟავა გამოვლენ

ხვალ, 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე გამოვა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წარმომადგენელი. ასპარეზობაში ჩაერთვება ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ)
გენო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. მისი მეტოქე გეიბლ სტივსონი იქნება. 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში ურთულესი მეტოქე ტაჰა აკგული 8:0 დაამარცხა და შეგვიძლია, მას ამ ოლიმპიადის აღმოჩენაც ვუწოდოთ. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, დაახლოებით, 15:00 საათზე დაიწყება.


ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ)
ელიზბარ ოდიკაძეს ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან რთული ბადე აქვს. მისი მეტოქე 1/8-ფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი იქნება. თუ ელიზბარი ირანელის დამარცხებას მოახერხებს, მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ აბდულრაშიდ სადულაევსა და აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ოდიკაძე პირველ შეხვედრას 06:30 საათზე გამართავს.


სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
მხატვრულ ტანვარჯიშში საკვალიფიკაციო ეტაპი 05:20 საათზე დაიწყება. კვალიფიკაციაში მონაწილეობას 26 სპორტსმენი იღებს, ფინალში კი მხოლოდ 10 გადავა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0