გიორგი წიტაიშვილი კვლავ კიევის „დინამოშია“ და უკრაინულ გრანდთან ერთად ვარჯიშობს. მოგეხსენებათ, ქართველმა შემტევმა გასული სეზონის მეორე ნაწილი კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა.
„დინამო“ შვეიცარიაშია, სადაც სპარინგ-მატჩებს გამართავს. ერთი უკვე ითამაშა ადგილობრივ „ივერდონთან“ (შვეიცარიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონი) – 1:1.
ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. წიტაიშვილმა ფლანგზე ითამაშა და საკმაოდ აქტიურადაც.
აღსანიშნავია, რომ კიეველთა ყველა მატჩი საქველმოქმედო მიზნებისთვის იმართება სლოგანით – „თამაში მშვიდობისთვის. შეაჩერე ომი“. შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინაში ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„დინამო“ მომდევნო შეხვედრას 29 ივნისს ისევ ადგილობრივ კლუბთან, „ლოზანასთან“ გამართვს.
კიევის „დინამოს“ ოფიციალურ მატჩი 20 ივლისს უწევს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდება. მატჩი პოლონეთის ქალაქ ლოძში გაიმართება.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/288262582_3344494142451335_5316379547070818602_n-1024x687.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings