in ,

ცხადაძეს დინამოში ვოლკოვი სურს

თბილისის “დინამომ” წლევანდელი სეზონი დაასრულა და როგორც ბოლო წლებში ხშირად ხდება, გუნდში დაანონსებული რეორგანიზაცია დაიწყო.

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის დამატებასაც საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება, აზერბაიჯანული “ზირას” ქართველი თავდამსხმელი დავით ვოლკოვია.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი “ზირას” შემადგენლობაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს და 10 გოლით გათამაშების ბომბარდირიცაა. ვოლკოვის კარგი თამაში ვილი სანიოლსაც არ გამოპარვია და იგი ნოემბერის სანაკრებო მატჩებისას გამოიძახა. მან ეროვნული გუნდის მაისურით ორივე შეხვედრა ითამაშა და უზბეკეთი საქართველომ სწორედ მისი სადებიუტო გოლით დაამარცხა.

დავით ვოლკოვისთვის “დინამო” უცხო კლუბი არაა. იგი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ღირსებას 2014-2016 წლებში იცავდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვლადიმერ მამუჩაშვილი: იყო მატჩები, როდესაც თამაში არ მიგვდიოდა და გულშემატკივრების მეშვეობით მოვიგეთ

ევრობასკეტი თბილისში გაიხსნება: კალენდარი ცნობილია – რუსებით ვამთავრებთ