in ,

ჩრდილოეთი და სამხრეთი, ლიდერები და აუტსაიდერები – 27-ე ტურის წინ

9 ქულა იტალიაში კი არა, ცოტა არსად არ არის, მაგრამ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება მაინც მოვლენაა. სამხრეთელი ნეაპოლელების დამოკიდებულება ჩრდილოეთის გუნდებთან ცნობილი ამბავია და ამ გუნდის ქომაგებს განსაკუთრებით უყვართ, როდესაც მათი საყვარელი გუნდი „იუვენტუსს“ თუ „მილანს“ რომ ამარცხებენ. მართალია „მილანი“ წინაა, ერთის მხრივ საჩემპიონო ამბიციები ცოცხალია და მეორეს მხრივ უკან „იუვენტუსის“ სუნთქვაც ესმის, მაგრამ „ნაპოლის“ მეოთხე ადგილამდე 3 ქულა (თანაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს) აშორებს და მილანში ქულების დასატოვებლად ჩასვლა არც „მილანის“ ყოფილი ლეგენდის ჯენარო გატუზოს გუნდს ექნება მიზნად.

„ნაპოლის“ ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან ერთიც არ მოუგია.
პირველი წრის მატჩი ნეაპოლში „მილანმა“ 3:1 მოიგო.

თუმცა ისიც ვთქვათ, რომ „მილანმა“ ბოლო 4 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ისიც „კროტონესთან“ (პლუს ამას დაემატა რთული გასვლა მანჩესტერში, ევროპა ლიგაზე).
რაც შეეხება „ნაპოლის“ გასვლებს, ყველა ტურნირზე სტუმრად 7 მატჩია არ მოუგია.
ბოლოს „ნაპოლიმ“ „მილანი“ მილანში 2017 წლის იანვარში დაამარცხა.

ბუქმეკერები შანსებს მაინც თითქმის თანაბრად აფასებენ:

„მილანის“ გამარჯვება – 2.55
ფრე – 3.30
„ნაპოლის“ მოგება – 2.80

[poll id=”9980″]

ოთხეულის დანარჩენ სამ გუნდს გასვლითი მატჩები აქვთ, თანაც გასავარდნ ზონაში და შესაბამისად უკან დასახევ გზამოჭრილ გუნდებთან და მათგან მედგარ წინააღმდეგობას უნდა ელოდნონ.

პარმა – რომა
5.50 – 3.75 – 1.65
ბოლო 3 ურთიერთმატჩი „რომამ“ მოიგო (ერთი თასზე).
„პარმას“ კარგა ხანია არ მოუგია, ისე ფრეები კი ეხერხება. „რომამ“ კი ბოლო ორი თამაში მოიგო.

ტორინო – ინტერი
8.00 – 5.00 – 1.36
„ინტერმა“ ბოლო 3 ურთიერთშეხვედრა მოიგო.
„ინტერს“ წაუგებელი სერია აქვს კი არა, ყველა თამაშს იგებს რა ხანია, ფრეც არ აქვს, „ტორინომ“ კი ბოლო ტურში ბოლო ადგილზე მყოფ „კროტონესთანაც“ კი წააგო.

კალიარი – იუვენტუსი
6.00 – 4.00 – 1.55

„კალიარიმ“ ბოლო საშინაო მატჩი 2:0 მოუგო „იუვეს“, თან „კალიარი“ ბოლო 3 თამაშია არ აგებს, იუვენტუსი“ კი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და უხასიათოდ კი იქნება, მაგრამ ახლა მთელი ყურადღება და ძალები სერია ა-ზე უნდა მიმართოს, თორემ სეზონის ბოლოს აღარაფერი შერჩება.

მილანის 100 ქულა და ახალგაზრდა მეგოლეები – სერია ა ფაქტებში (26-ე ტური)

სერია ა – 27-ე ტური

პარასკევი, 12 მარტი
ლაციო – კროტონე
ატალანტა – სპეცია

შაბათი, 13 მარტი
სასუოლო – ვერონა
ბენევენტო – ფიორენტინა
ჯენოა – უდინეზე

კვირა, 14 მარტი
ბოლონია – სამპდორია
პარმა – რომა
ტორინო – ინტერი
კალიარი – იუვენტუსი
მილანი – ნაპოლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის, მანჩესტერის, ევერტონისა და ლივერპულის ფეხბურთელებს ძაღლები დაიცავენ

ცხელი ლონდონური დერბი და ყურადღება ოლდ ტრაფორდისკენ – 28-ე ტურის წინ